10.22.2010

მეტალიკა - Metallica

მეტალიკა (ინგლ. Metallica [mɛˈtælɨkə]) — ამერიკული მეტალ-ჯგუფი, დაარსებული 1981 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესში, აშშ, ჯეიმზ ჰეტფილდისა (რიტმური გიტარა, ვოკალი) და ლარს ულრიხის (დრამი) მიერ.
მეტალიკის ადრინდელი ჩანაწერები შეიცავდა სწრაფ პარტიებს, ინსტრუმენტალებს, აგრესიულ მუსიკას, რამაც ისინი თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში მოაქცია ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიცაა: სლეიერი, მეგადეზი, ანთრაქსი.1986 წელს გამოსული ალბომი „Master of Puppets“ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან „მძიმე“ თრეშ მეტალის მიმდინარეობის ალბომად. ნამდვილ კომერციულ წარმატებას ჯგუფმა 1991 წელს ალბომის „Metallica“ გამოშვებისას მიაღწია, რომელიც ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე მოხვდა.
მეტალიკას საერთო ჯამში გამოშვებული აქვს ცხრა სტუდიური ალბომი, ორი ცოცხალი ალბომი, ორი EP, ოცდაოთხი მუსიკალური ვიდეო და ორმოცდახუთი სინგლი. ჯგუფმა ცხრაჯერ მიიღო გრემი, ხოლო მათმა ხუთმა ალბომმა ბილბორდ 200-ში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც პირველი ჯგუფი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა. ამ დროისათვის ჯგუფს ჯამში მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

Death Magnetic (2006 - )
კირკ ჰემეტი
2006 წლის 6 ივნისს ტურნეზე Escape from the Studio '06 ბერლინში მეტალიკამ შეასრულა ახალი სიმღერა დროებითი სახელწოდებით "The New Song", რომელსაც ფანებმა "Death Is Not the End" უწოდეს, სიმღერაში ამ ფრაზის ხშირი გამეორების გამო. 12 აგვისტოს ტოკიოში შეასრულეს კიდევ ერთი ახალი სიმღერა "The Other New Song". თუ მეორე ბევრი ასპექტით არ შეესაბამებოდა ჯგუფის სტილს, პირველი სიმღერის ფრაგმენტები აისახა ახალ ალბომში, კონკრეტულად კი კომპოზიციაში "The End of the Line".
2006 წლის 16 თებერვალს მეტალიკამ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა, რომ თხუთმეტწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ბობ როკი აღარ გაუწევდა პროდიუსირებას მათ შემდგომ ალბომს. ახალ პროდიუსერად არჩეული იქნა რიკ რუბინი, რომელიც მანამდე მუშაობდა ჯგუფებთან: დანზიგი, სლეიერი, სლიპკნოტი და სისტემ ოფ ე დაუნი.[38] ჯგუფმა ახალი ალბომის Death Magnetic გამოსვლის თარიღად შეარჩია 2008 წლის 12 სექტემბერი. ასევე გადაიღეს მუსიკალური ვიდეო პირველი სინგლისთვის "The Day That Never Comes" ამ ალბომიდან.
2006 წლის 4 დეკემბერს მეტალიკამ გამოუშვა DVD სახელწოდებით The Videos 1989–2004, რომელიც შეიცავდა ყველა მუსიკალურ ვიდეოს 1989 წლიდან 2004 წლამდე. პირველივე კვირას 28 000 ეგზემპლარი გაიყიდა და ჩარტში Billboard Top Videos მესამე ადგილი დაიკავა.[39] მეტალიკამ ჩაწერა ენიო მორიკონეს სიმღერის "The Ecstasy of Gold" ქავერი მორიკონესადმი მიძღვნილ ალბომისთვის We All Love Ennio Morricone, რომელიც 2007 წლის 20 თებერვალს გამოვიდა. ქავერი წარდგენილი იქნა გრემის ნომინაციაზე „საუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულება“ დაჯილდოების 50-ე ცერემონიაზე.
2008 წლის 2 სექტემბერს ერთ-ერთმა ფრანგულმა მუსიკალურმა მაღაზიამ ათი დღით ადრე დაიწყო ჯერ კიდევ გამოუსვლელი ალბომის Death Magnetic გაყიდვა,რამაც გამოიწვია ალბომის ხელმისაწვდომობა ფაილთა გაზიარების სისტემებში. ამ ფაქტმა უბიძგა ჯგუფის ოფიციალურ დისტრიბუტორს დიდ ბრიტანეთში Vertigo Records ოფიციალურად გამოეშვა ალბომი დაგეგმილზე ორი დღით ადრე, 10 სექტემბერს. ჯერ კიდევ უცნობია, მოიმოქმედებენ თუ არა რამეს მეტალიკა ან Warner Bros. Records საცალოდ მოვაჭრის წინააღმდეგ. ლარსმა ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა:


«ალბომის გამოსვლამდე ათი დღე დარჩა. ჩვენ ისედაც ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს. თუ ჩვენი ალბომი ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში გადმოსაქაჩად დღეს ან ხვალ - კი ბატონო, მენდეთ, პრობლემა არ არის.... დღევანდელი სტანდარტებით ეს გამარჯვებაც კი არის. ექვსი თვით ადრე რომ ეთქვა ვინმეს ჩემთვის, რომ მხოლოდ 10 დღით ადრე მოხდებოდა გაჟონვა, მე მხოლოდ მოხარული ვიქნებოდი.»

ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი 32 ქვეყნის საუკეთესო ალბომთა ჩარტებში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ავსტრალიაში. პირველივე დღეებში გაიყიდა 490 000 ეგზემპლარი მარტო აშშ-ში, მეტალიკა კი გახდა პირველი ჯგუფი ბილბორდ 200-ის ისტორიაში, რომლის თანმიყოლებით გამოშვებული ხუთი სტუდიური ალბომი მოხვდა პირველ ადგილზე. გამოშვებიდან ერთი კვირის შემდგომ Death Magnetic დარჩა პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში, European album chart-ში და გახდა 2008 წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი ავსტრალიაში. ალბომი პირველ ადგილს არ თმობდა ბილბორდ 200-ში გამოსვლიდან სამი კვირის შემდეგაც კი, რითაც მეტალიკამ გაიმეორა ჯეკ ჯონსონის (ალბომი Sleep Through the Static) 2008 წლის რეკორდი. ალბომმა ასევე შეინარჩუნა პირველი ადგილი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტებში Hard Rock album, Modern Rock/Alternative album და Rock album.
მეტალიკა წარდგენილ იქნა MTV Europe-ის მიერ მისივე მუსიკალური დაჯილდოების ორ ნომინაციაში: Rock Out და Headliner, MTV Latin America-მ კი მიიწვია ჯგუფი მათი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსასვლელად.[46] მეტალიკამ შეასრულა "The Day That Never Comes". 2008 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო ტურნე World Magnetic Tour.
ალბომით Death Magnetic მეტალიკა დაუბრუნდა თავის შუა ოთხმოციანი წლების მძიმე/თრეშ მეტალის ფესვებს.[47][48] იგი უფრო მეტად გავს ალბომებს Master of Puppets და ...And Justice for All, ვიდრე გვიანდელ ალბომებს.
2008 წლის ნოემბერში მეტალიკასა და მის ლეიბლს Warner Bros. Records შორის კონტრაქტს ვადა ამოეწურა. ჯგუფი ვერსიებს აყალიბებს, ვისთან ერთად გამოუშვას მომდევნო ალბომი. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ალბომის გამოშვება ინტერნეტის საშუალებით მოხდეს.[49]
2009 წლის 27 მაისს მეტალიკის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რომ მეტალიკა აპირებდა ახალი ცოცხალი DVD-ების გამოშვებას, რომლებშიც ასახული იქნებოდა ნიმესა და მეხიკოში (შესაბამისად საფრანგეთსა და მექსიკაში) ჩატარებული კონცერტები დამატებითი მასალებით.[50] მეხიკოში ჩატარებულ კონცერტზე გამოცემული იქნა DVD Orgullo, Pasión y Gloria: Tres Noches en la Ciudad de México 2009 წლის 30 ნოემბერს, ხოლო ნიმესში ჩატარებულ კონცერტზე - Français Pour Une Nuit 2009 წლის 23 ნოემბერს.
2009 წლის ივნისში იტალიის Rock TV-თვის მიცემულ ინტერვიუში ლარსმა აღნიშნა, რომ ტურნეს გააგრძელებენ 2010 წლის აგვისტომდე. ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მეათე ალბომის გამოშვების გეგმები არ აქვთ, მაგრამ აუცილებლად გამოუშვებენ კვლავ რიკ რუბინთან ერთად.[52] Blabbermouth.net-ის მიხედვით, ჯგუფმა ახალი ალბომის ჩაწერაზე ფიქრი შესაძლოა 2011 წლის მეორე ნახევრამდე არ დაიწყოს.
თრეშ მეტალის დიდი ოთხეული, მეტალიკა, სლეიერი, მეგადეზი და ანთრაქსი, პირველად ისტორიაში ერთად წარდგნენ მაყურებლის წინაშე 2010 წლის 16 ივნისს ბემოვოს აეროპორტში, ვარშავა, პოლონეთი. ეს იყო ამ ჯგუფების პირველი შესრულება, რომელიც Sonisphere Festival-ის სერიების ნაწილი იყო. ერთ-ერთი მომდევნო კონცერტი, რომელიც ჩატარდა 2010 წლის 22 ივნისს სოფიაში, ბულგარეთი, გაგზავნილი იქნა სატელიტით HD ფორმატში კინოთეატრებისთვის.[54] იმავე წლის 26 ივნისს მათ დაუკრეს ბუქარესში, რუმინეთი, ხოლო 27 ივნისს - სტამბოლში, თურქეთი. 2010 28 ივნისს ალბომი Death Magnetic 2-ჯერ იქნა სერტიფიცირებული პლატინად RIAA-ს მიერ.
მეტალიკის World Magnetic ტურნე დამთავდება 2010 წლის 21 ნოემბერს მელბურნში, ავსტრალია. ჯგუფმა ორ წელზე მეტი გაატარა გზაში ახალი ალბომის მხარდამჭერ ტურნეებში. სანამ დაასრულებდნენ თავიაანთ ტურნეს საბოლოო კონცერტით ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, გამოუშვეს ცოცხალი EP Six Feet Down Under მანამდე ჩატარებული კონცერტებით ავსტრალიაში.

სტილი და ტექსტების თემატიკა
შთაგონებული ადრეული მძიმე მეტალ და მძიმე როკ ჯგუფებისაგან, როგორებიცაა ბლექ საბათი, დიფ ფარფლი, ლედ ზეპელინი და სკორპიონსი და ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის შემსრულებელი ჯგუფებისაგან, როგორებიცაა ვენომი, მოტორჰიდი, დაიამონდ ჰიდი, ჯუდას პრისტი და აირონ მეიდენი, მეტალიკის ადრეული ჩანაწერები შეიცავდა აგრესიულ მუსიკას, სწაფ პარტიებს და ცხრა წუთიან ინსტრუმენტალებს. სტივ ჰიუ Allmusic-დან აღნიშნავს:
«Ride the Lightning-ში მეტალიკამ გააფართოვა თავისი საშემსრულებლო ტექნიკა და გამოხატვის დიაპაზონი. ტექსტები კი უფრო მეტად პირად და საზოგადოდ ცნობილ პრობლემებს ეთმობა.[63] აღნიშნულმა თემებმა გაგრძელება პოვა Master of Puppets-ში, სადაც მან მოიცვა რელიგიური და სამხედრო ლიდერები, მძვინვარება, უგუნურება, მონსტრები და ნარკოტიკები»

1991 წელს ახალ პროდიუსერ ბობ როკთან ერთად გამოშვებულ ალბომზე იგივე ჰიუ აღნიშნავდა, რომ მეტალიკამ გაამარტივა თავისი მუსიკა და კომერციული მიზნებისთვის გათვალა.  რობერტ პალმერმა კი Rolling Stone-დან აღნიშნა, რომ ჯგუფმა მიატოვა აგრესიული, სწრაფი მუსიკა, რათა გაეფართოვებინა თავისივე მუსიკა და გამოხატვის დიაპაზონი. შავი ალბომის კომერციულმა წარმატებამ გაამყარა ცვლილებები მეტალიკის მუსიკალურ მიმართულებაში, Metallica ხომ მეტალიკის პირველი ალბომი იყო, რომელიც ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე მოხვდა. მეტალიკამ შეამჩნია ცვლილებები როკ სცენაზე გამოწვეული ადრეული 90-იანების გრანჟ მოძრაობით. ჯგუფმა ფოკუსირება მოახდინა "არა-მეტალ" გავლენაზე და კიდევ ერთხელ შეცვალა საკუთარი მუსიკალური მიმართულება. ტექსტების თემატიკა კი მონსტრებსა და ნარკოტიკებზე ჩაანაცვლა ტექსტებმა სიბრაზეზე, დანაკარგზე და შურისძიებაზე. ზოგიერთი ფანი და კრიტიკოსი უკმაყოფილო იყო ამ ცვლილებებით, რომელიც მოიცავდა თმების დამოკლებას, Load -ის გაფორმებას და ჯგუფის მიერ ალტერნატიული როკის ფესტივალ Lollapalooza გახსნით. დევიდ ფრაიკმა Rolling Stone-დან Load-ს უწოდა 1996 წლის უმძიმესი ჩანაწერი.ReLoad-ის გამოშვებით 1997 წელს ჯგუფმა აჩვენა ბლიუზისა და ადრეული მძიმე როკის უფრო მეტი გავლენა, მოიცავდა რა უფრო მეტ რითმულობასა და ჰარმონიულობას მუსიკის სტრუქტურაში
შემდეგი დიდი ცვლილება ჯგუფის მიმართულებაში იყო ალბომი St. Anger. ჰემეტი წინააღმდეგი იყო, გიტარების სოლოების გამოტოვებისა, მაგრამ ჯგუფის გადაწყვეტილებით, ამ ალბომში ძნელად გაიგონებთ სოლო-პარტიებს.ჯგუფმა გამოიყენა გიტარების drop C ტიუნინგი, ხოლო ულრიხის ფოლადის ჟღერადობის სნეარ დრამებმა განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა. ტექსტების თემატიკა დაეთმო ჰეტფილდის რეაბილიტაციას, რომელიც მოიცავდა მინიშნებებს ეშმაკზე, ანტი-ნარკოტიკულ თემებს, კლაუსტროფობიას, ბედისწერის მუქარას და რელიგიურ ჰიპოკრიზის. პროდიუსერ რიკ რუბინის რჩევით მეტალიკა მეცხრე სტუდიურ ალბომში Death Magnetic დაუბრუნდა E ტიუნინგს და საგიტარო სოლოებს. ალბომში ერთმანეთთან არის შეთავსებული მეტალიკის ადრეული თრეშ მეტალი შუა აღმოსავლურ გავლენასთან

ინფორმაციის წყარო ka.wikipedia.org

No comments:

Post a Comment