12.06.2010

ინტერნეტი და სოციალური ქსელი ჩვენს ცხოვრებაში

    ინტერნეტი და სოციალური ქსელი ჩვენს ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს.
ჩემი აზრია და ალბად თქვენც დამეთანხმებით რომ 2010 წელი შეიძლება ჩითვალოს, როგორც სოციალური ქსელების წლად. 2010 წლამდეც ბევრი სოციალური ქსელი არსებობდა, მაგრამ ამ წელს ძალიან პოპულარული გახდა facebook.com, 2010 წელს უმაღლესი აქტიური მომხმარებლების მაჩვენებელმა 500 000-ს მიაღწია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დაფიქსირდა 500 000 ადამიანი, რომელიც ერთდროულად იყო შესული საიტზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მთელი მსოფლიოა ჩართული ამ პროცესში. მათშორის საქართველოშიც ბევრ ადამიანს აქვს facebook და odnoklassniki, 2009 წელი დასასრული 2010 წლის დასაწყისი იყო odnoklassniki-ს ბუმი მაგრამ მოგვიანებით საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალურ ქსელად იქცა facebook-ი. ეს იმიტომ, რომ მისი საშუალებით უფრო ადვილია გაიგო ახალი და რაც მთავარია არსებობს ბევრი ადამიანი, რომელსაც უყვარს თამაში, ფეისბუქმა კი ისეთი ონლაინ თამაშები შესთავაზა, რომ ხალხმა ის მოიწონა და ახლაც უამრავი ადამიანი თამაშობს მას, ბევრი მინახავს, თამაშობდეს "ფერმას" და ფიქრობდეს მასზე. მსმენია წინადადებები მაგალითად: დღეს მოსავალი უნდა დავთესო და ხვალ მოსავალი მაქვს ასაღები. არსებობს ასევე ბევრი ადამიანი და კომპანია, რომელსაც სურს ადვილი რეკლამა. რეკლამის გაკეთება ფეისბუქზე სულ ადვილია, შექმნი ერთ გვერდს თქვენი კომპანიის სახელით და გაუგზავნით თვენს მეგობრებს და არამხოლოდ მათ, ისინი კი დაათვალიერებენ, მიიღებენ მოკლე ინფორმაციას და განიხილავენ მას.
   ახლა უკვე ისე ხდება, რომ სოციალური ქსელი კონკურენციას უწევს ან ეხმარება ტელეგადაცემებს დაჟურნალ/გაზეთებს.
   ახლა უკვე გამოჩნდა ბლოგების სისტემა სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძია გამოთქვას თავისი აზრი ან დაარსოს ელექტრონული ჟურნალი და გაავრცელოს ინტერნეტ სფეროში.
მინდა გითხრათ, რომ თავიდან მარკ სუკერბერგმა (facebook-ის დამაარსებელი) facebook-ი შექმნა, როგოროც ბლოგი და მას შემდეგ რაც მან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა სტუდენტებში გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა და ეს პროცესი დღემდე მიმდინარებს, ახლა უკვე სხვასახის სისტემაა და ბევრად უფრო კარგი ვიდრე ბლოგინგი.
   მომავალი თაობა ჯერ გაიგებს რა არის ფეისბუქი და შემდეგ წაიკითხავს ვეფხისტყაოსანს.

1 comment:

  1. საინტერესო პოსტიააააა

    ReplyDelete