გაინტერესებთ ჩემი შეხედულება ქართულ ტელევიზიებზე და ჟურნალისტებზე? მაშინ წაიკითხეთ ეს. მე გამიხარდება ისიც თუ თქვენს მოსაზრებებს დაწერთ, მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამაზე.
უკვე თითქმის 3 თვე ტელევიზორი არ ჩამირთავს და არ მინახია "საცოდავობა". ჯერერთი, რადროსაც არ უნდა ჩართო ან სერიალია ან საინფორმაციო გადაცემა, რომლებიც ერთმანეთს არაფრით ჩამოუვარდებიან. ერთიც უნიჭობაა და მეორეც, ერთში უნიჭოდ თამაშობენ მსახიობები და მეროეში უნიჭოდ აკეთებენ გადაცემებს ქართველი ჟურნალისტები. მიჭირს მაგალითის მტანა თუ, რომელი გადაცემა შეიძება იყოს კარგი. ალბად უფრო არა პოლიტიკური და რაიმე შემეცნებითი, მაგრამ ასეთი გადაცემებით განებივრებულები არ ვართ. სულ ახალი ტელევიზია "ახალი არხი" და სხვათაშორის თავიდანვე ვამბობდი, ეს არხი დიდი რამეს მიაღწევს და საუკეთესო გადაცემები ექნებათ საქართველოს ტელეარხებს შორისთქო. მართალია თავიდან დაწყება იყო და ბევრი არაფერი ხდებოდა მაგრამ ბოლოროს თანდათან ამატებდნენ ახალახალ საინფორმაციო გადაცემებს. ახლა მემგონი საკმაოდ ბევრი შემეცნებითი გადაცემააქვთ სამწუხაროდ არც ამ არხს ვუყურებ რადგან არ მინდა ტელევიზორის ჩართვა და ნერვების მოშლა. ჩართავ ტელევიზორს და გესმის: დღეს ამდენი ადამიანი დაიღუპა, ამან თავი მოიკლა, მამამ დედა, შვილმა მამა, ძმა ძმამ მოკლაო. არ მინდა რა ასეთი რამის გაგება. ასეთები ადრეც ხდებოდა და ეხლაც ხდება, მაგრამ არე არ აშუქნებდნენ და არ უშიდნენ ნერვებს ადმიანებს. ახლა? ახლა ოღონდ რამე ინფორმაცია ცაუვარდეთ ხელში ჟურალისტებს და რას არ გააშუქნებენ? :D უბრალო ამბავს ისე მოგიყვებიან თითქოს საქართველოს პრეზიდენტი ბებიაჩემი გამხდარიყო. ყველაფერში რო უცხოელებს ბაძავენ იქნებ ჟურნალიტებმაც მიბაძოთ და კაი გადაცემები აკეთოთ ყოველგვარი ზედმეტი გამოხტომების გარეშე. არაა საჭირო ყველაფრის სერიოზული სახით მოყოლა. ადამიანს ის უხარია როცა მომღიმარი სახით ელაპარაკები და უყვები რაიმე საინტერესო ისტორიას. არ მომწონს შუბლიჯვარუკანკეფაზეგადატარმიტკეპნილი სახეები (ეს ერთი სიტყვაა და დაღვრემილ, უინტერესოს და უარყოფით სახეს ნიშნავს).
ამ იაფასიანი სერიალებით ხო სულ უფრო და უფრო გამოალეღვეს საქართველოს ყველათაობის წარმომადგენელი. როლებში ისე შეიჭრებიანხოლმე თითქოს საკუთარი შვილი გაძუყნეს (იგივეა რაც გალახვა მაგრამ იუმორნარევი სიტყვაა). ერთი სერიალი დამთავრება 2 რეკლამა და ახალი სერიალი იწყება (ადრე ასე იყო) თუ არ გინდა სერიალის ყურება და გინდა სხვაგან გადართო რაიმე საინტერესო ნახო, ტყუილად არ შეწუხდე იქაც სერიალი იქნება. თან იმაზე უარესი, ვითომ კონკურენცია გავუწიოთო ტელევიზიას და ერთი ჩენტით ძვირ ნაგავს ყიდულობენ მერე მთელი თვე ადამიანების გამოსალეღვებლად.
ხო მართლა ერთადერთი გადაცემა, რომელიც მე მაინტერესებდა და ვუყურებდი იყო "ბიზნეს კურიერი" თემატიკური გადაცემაა და იმას შეეხება რაც მე მომწონს ბიზნეს და სიახლეებს, რომელიც მომავალი თაობის პრიორიტეტია.
კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი მაგრამ არც თქვენ რო არ დაგღალოთ და არც მე დავუშვა ბევრი შეცდომები ამ პატარა ბლოგში სჯობია შევწყვიტო და დაველოდო თქვენს გამოხმაურებას. ჩემთვის თქვენი აზრი და თქვენი მოსმენა უფრო საინტერესოა ვიდრე ზემოთ ხზენებულების. :)
დაალაიქეთ გვერდი FB-ზე NO TV.
No comments:
Post a Comment