თბილისის საკრებულოს ოფიციალური ინტერნეტ გვედი გატეხილია. "hacked by innocent hacker",-ეს ის სიტყვებია,რომელიც საიტზე არსებული ინფორმაციის ნაცვლად დევს.
თბილისის საკრებულოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დღეს, დილის ათის ნახევარზე ნახეს, რომ საიტი გატეხილი იყო.
თბილისის საკრებულოს თავისი სერვერი აქვს. მიზეზი, თუ რატომ და როგორ მოხდა მისი გატეხვა, უცნობია.
კომპანია "ITDS"–ს პროექტების მენეჯერი სერგო კარაკოზოვი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ, ჯერჯერობით, გარკვევის პროცესი მიმდინარეობს, თუ როგორ მოხდა საიტის გატეხვა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც საიტი დაამზადა.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც საიტზე ინახებოდა, კარაკოზოვი ამბობს, რომ მასალები შენახული აქვთ და მათი აღდგენა მოხდება.
მივმართავ სახელმწიფო ვერბ მასტერებს, საბოლოოდ თუ კარგ დაცვას არ გაუკეთებთ თქვენს მიერ შექმნილ საიტებს სულ ასე გაგრძელდება, და ერთი მეორეს მიყვება გატეხილი საიტები. გისურვებთ წარმატებებს.
No comments:
Post a Comment