7.29.2011

ლეღვის ფოთლის ნახარში: ლეღვების თაობა

რატომ ხდება ასე? ყველგან იმაზე ლაპარაკობენ, რომ ლეღვის ფოთლის ნახარშით ბევრმა ადამიანმა მაღალი ხარისხის კანის დამწრობა მიიღო, მაგრამ ყოველდღე აცხადებენ, რომ კიდევ ერთი გოგო დაიწვა. მოკლედ ზუსტად არ ვიცი რისი ბრალია მაგრამ მემგონი სიცხე უნდა იყოს მთავარი დამნაშავე. ჯერ გრილოდა მერე კი უცბად დაცხა და ეს ხალხი სულ გადაირია. ამ ადამიანებს მე ლეღვების თაობას ვუწოდებდი.

7.15.2011

რეკლამით დანაგვიანება

რადმოდენიმე დღის წინ თბილისის თითქმის ან მთლიანად მთელს ქუჩებში გამოჩნდა რეკლამა ხეებზე. რომელიც ასე გამოიყურება როგორც ფოტოზე ჩანს. მე ეს ფოტო ავტვირთე ჩემს გვერდზე facebook-ზე და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. ზოგი ამბობდა, რომ ვერაფერი ვერ გაიგეს თუ რას ნიშნავდა ეს რეკლამა ზოგიც ამბობდა, რომ საინტერესო იდეააო. ბევრმა თქვა, არ მომწონს ყველგან ეს რეკლამა როა გამოკრულიო. 
მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ყველა უბანში, ყველა ხეზე ასეთი რეკლამა იყოს გამოკრული, რატომ? იმიტომ, რომ ბუნებას აზიანებს.~ ალბად დახლოებით 1 თვე გაძლებს ეს რეკლამა და შემდეგ ან თვითნ ჩამოვარდება ქვემოთ ანკიდევ ჩვენ ჩამოხევენ. ეს ხომ ნაგვად უნდა იქცეს. თან როგორ შეიძლება ყოველ 2 მეტრში, ყველა ხეზე ასეთი  რამე იყოს გამოკრული. 
მე და ჩემი მეგობარი ამსთან დაკავშირებით, რომ ვსაუბრობდით ვთქვით, რომ არ შეიძლება ასეთი რეკლამების ასე მაშტაბურად გამოქვეყნება, თბილისის მერია ასეთ რეკლამებს უნდა კრძალავდნენ არა მცირე რაოდენობით არამედ ასე მაშტაბურად.
ეს ბევრს არ მოსწონს თქვენ მოგწონთ?

7.09.2011

ლექსი: უფალი ყველგან


მინდოდა ყოველთვის, რომ მეთქვა ყველასთვის.
მინდოდა შენთვის დამერქვა სახელი.
ჩემო უფალო ვერ შეგვწვდი ვერაფრით,
იქნებ როდესმე გავიგო სახელი.

ვერ გხედავ, ვერ გისმენ არ ვიცი რატომ.
იქნებ ყველგან ხარ და ვერ გხედავ ამიტომ.
ალბად ყოველთვის იქნებ ასე.
ჩვენ შენს არსებობას ვერ დავაფასებთ,
თუ არ ვიქნებით რწმენით აღსავსე.


ავტორი: კახა გიორგაშვილი

7.05.2011

ბლოგზე სიახლეები აღარ დაიდება.

გამარჯობა. თუ წინა ოსტებს გადახედავთ დაინახავთ, რომ ვდებდი ინფორმაციას ინტერნეტში სიახლეების შესახებ. ამის შემდეგ ამსეთ რამეს ვეღარ ნახავთ ამ ბლოგზე. სამაგიეროდ იხილავთ ყოველდღიურად განახლებად ვებგვერდზე: NEWS.ANY.GE რომლის მფლობელიც არის WWW.ANY.GE და რათქმაუნდა ეს ვებგვერდიც მე მეკუთვნის.
წარმატებები არმოიწყინოთ! :)

facebook: სოციალური მედია სიახლეები
twitter: kakha13

3.14.2011

გვეშველება რამე?

 დღეს 6 სართულიდან ვუყურებდი ორ გოგოს, რომელსაც ფოტო სეანსი ქონდათ გამართული მდინარესთან. ხან ერთი მიეყუდებოდა კედელს და მეორე გადაუღებდა ფოტოს ხან მეორე. თან დავაკვირდი, რომ ერთიდაიგივე პოზებში იღებდნენ სურათებს. "საქართველოში ვითარდება ფოტო ხელოვნება" :D დღეს ყველას ფოტო აპარატი კიდია კისერზე მიუხედავად იმისა იცის თუარა სურათის გადაღება და მერე მისი დამონტაჟება ან უფრო ზუსტად,რომ ვთქვათ გასუფთავება. შეიძლება გასუფთავება არ იყოს საჭირომ,ამას არ ვჩივი სურათის გადაღება მაინც იცოდნენ, ან რო გადაიღებენ მაშინცე ადნაკლასნიკებზე ნუ აჯახებენ ცოტა გაბანძებულად ხომარ გეჩვენებათ ეს გზა? სახინკლეში რო დამიწყეს ახლა სურათების გადაღებები. აბა ჩემს სურათს შეხედეთ როგორი აზრიანია. ამ ფოტოში დიდი დედა აზრი დევს თუ დაუკვირდებით. წესით არ უნდა გეკითხათ ეს რასნიშნავსო მაგრამ არაუშავრს, გიპასუხეთ ამაზეც. ;) 
   მოკლედ ამ ბოლოდროს ხშირად ვსვავ ამ კითხვას, "გვეშველება რამე?" მეთ ვითონაც შემიძია ამაზე პასუხის გაცემა მაგრამ... თქვენ ხუმრობით მპასუხობთ რადგან არ იცით სერიოზულად რას მიპასუხებდით. მოკლედ არაფერი არ გვეშველება ამ ქართველებს. ეს "ფოტოგრაფია საქართველოში" შემადგენელი ნაწილია იმ უსაშველობის რაც ჩენ გვჭირს. ყველა აკეთებს იმას რაც არ შეუძია და არ შეეფერება მაგრამ მაინც აკეთებს. სავოლოო ჯამში რა გამოდის? უნიჭოვა. ამას სჯობია წახვიდე დაწვე და დაიძინო იქნებ ჭკუა მოგეცეს. კიდევ სანაგვე გვერდით რო გიდგას და  ხედავს შენი ამ ცხვორებისაგან გაფართოვებული თვალებით იქნებ იმ ნაგავს სანამ დაბლა დააგდებდი გეფიქრა და სანაგვეში ჩაგეგდო? შორს წავედით ფოტოგრაფიისაგან მაგრამ უფრო ახლოს მივედი იმ ფაქთან რომ არაფერი არ გვეშველება. 
   ვითომ მომღერლები რომ გვყავს საქართველოში... გგონიათ იციან სიმღერა. მე ასემგონია საქეიფო სიმღერები უფრო კარგად გამოგვდის ქართველებს ვიდრე რომანტიკული და თან ეს რა ჯანდაბაა ყველა სიყვარულზე და მარტოობაზე მღერის სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ? ამოვიდა ყელში ეს სიმრები უნიჭოა ყველა და თან ერთ თემატიკაზეა შექმნილი. დაკვირვებული ხართ იმას, რომ ღამის შოუს ბიჭები, რომლებიც ჩემი აზრით ძალიან ნიჭიერები არიან ქმნიან ისეთ სიმღერებს, რომელიც შინაარსიანი და სახუმაროა ამავედროს ძალიან კარგადაა გამოხატული რეალობა. შეიძება გადააკეთონ რამე სიმღერა მაგრამ ეს არაფერია, საკუთარი ინტერპრეტაციითაც ქმნიან რაღაც რაღაცეებს. ქართული ესტრადის ვარსკვლავები ხომ რასამბობ თვითონ წერენ მუსიკას და იგონებენ ტექსტებს. ნახავენ სადმე მივიწყებულ სიმღერას და გადააქართულებენ... ;) ახლა არ გაგიჩნდათ აზრი თავში, რომ ასეთ მდგომარეობაში არაფერი არ გვეშველება. იქნებ მთავრობას დააბრალოთ? :D მთავრობის ბრალი არაა რომ ყველა ქართველს საკუთარი თავი ყველაზე ჭკვიანი და ნიჭიერი გონია. ამიტომაა, რომ აკეთებენ იმას რაც არ იციან მაგრამ მაინც აკეთებენ იმიტომ, რომ უბრალოდ სურთ და თან აქვთ საშუალება რომ მოიპარონ სიმღერა ან იაფასიანი სიმღერის ტექსტით და კომპიუტერზე შედგენილი მუსიკით ჩაწერონ სიმღერა და გაუკეთონ კლიპი შემდეგ გაუშვან რომელიმე ტელე ან რადიო გადაცემაში. :) არა არა! არაფერი არ გვეშველება! რას იტყვი შენ?

12.06.2010

ინტერნეტი და სოციალური ქსელი ჩვენს ცხოვრებაში

    ინტერნეტი და სოციალური ქსელი ჩვენს ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს.
ჩემი აზრია და ალბად თქვენც დამეთანხმებით რომ 2010 წელი შეიძლება ჩითვალოს, როგორც სოციალური ქსელების წლად. 2010 წლამდეც ბევრი სოციალური ქსელი არსებობდა, მაგრამ ამ წელს ძალიან პოპულარული გახდა facebook.com, 2010 წელს უმაღლესი აქტიური მომხმარებლების მაჩვენებელმა 500 000-ს მიაღწია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დაფიქსირდა 500 000 ადამიანი, რომელიც ერთდროულად იყო შესული საიტზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მთელი მსოფლიოა ჩართული ამ პროცესში. მათშორის საქართველოშიც ბევრ ადამიანს აქვს facebook და odnoklassniki, 2009 წელი დასასრული 2010 წლის დასაწყისი იყო odnoklassniki-ს ბუმი მაგრამ მოგვიანებით საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალურ ქსელად იქცა facebook-ი. ეს იმიტომ, რომ მისი საშუალებით უფრო ადვილია გაიგო ახალი და რაც მთავარია არსებობს ბევრი ადამიანი, რომელსაც უყვარს თამაში, ფეისბუქმა კი ისეთი ონლაინ თამაშები შესთავაზა, რომ ხალხმა ის მოიწონა და ახლაც უამრავი ადამიანი თამაშობს მას, ბევრი მინახავს, თამაშობდეს "ფერმას" და ფიქრობდეს მასზე. მსმენია წინადადებები მაგალითად: დღეს მოსავალი უნდა დავთესო და ხვალ მოსავალი მაქვს ასაღები. არსებობს ასევე ბევრი ადამიანი და კომპანია, რომელსაც სურს ადვილი რეკლამა. რეკლამის გაკეთება ფეისბუქზე სულ ადვილია, შექმნი ერთ გვერდს თქვენი კომპანიის სახელით და გაუგზავნით თვენს მეგობრებს და არამხოლოდ მათ, ისინი კი დაათვალიერებენ, მიიღებენ მოკლე ინფორმაციას და განიხილავენ მას.
   ახლა უკვე ისე ხდება, რომ სოციალური ქსელი კონკურენციას უწევს ან ეხმარება ტელეგადაცემებს დაჟურნალ/გაზეთებს.
   ახლა უკვე გამოჩნდა ბლოგების სისტემა სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძია გამოთქვას თავისი აზრი ან დაარსოს ელექტრონული ჟურნალი და გაავრცელოს ინტერნეტ სფეროში.
მინდა გითხრათ, რომ თავიდან მარკ სუკერბერგმა (facebook-ის დამაარსებელი) facebook-ი შექმნა, როგოროც ბლოგი და მას შემდეგ რაც მან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა სტუდენტებში გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა და ეს პროცესი დღემდე მიმდინარებს, ახლა უკვე სხვასახის სისტემაა და ბევრად უფრო კარგი ვიდრე ბლოგინგი.
   მომავალი თაობა ჯერ გაიგებს რა არის ფეისბუქი და შემდეგ წაიკითხავს ვეფხისტყაოსანს.

10.25.2010

Google ჩვენს ცხოვრებაში

ალბად ხვდებით უკვე, გუგლის გარეშე ინტერნეტის მოხმარება შეუძლებელია. იგი უკვე დიდი ხანია არსებობს ინტერნეტ სივრცეში და გვეხმარება გავაიადვილოთ საქმე ინტერნეტის მოხმარებისას. მას გააჩნია უამრავი სერვისი და ფუნქცია, მისი საშუალებით ადამიანი იღებს უამრავ ინფორმაციას სულ რაღაც 1 დაკლიკებით და 0.08 წამში ვღებუობთ ინფორმაცას, რომელიც გვაინტერესებს. 
  მისი უმთავრესი სერვისია საძიებო სისტემა, შემდეგ კი სხვა დანარჩენი, რომელიც არანაკლებ საიტერესო და საჭიროა. მაგალითად მას აქვს ერთერთი გამოყოფილი სერვისი რომელსაც ჰქვია  YouTube.com ალბად ყველამ იცით თუ როგორი პოპულარულია იგი ინტერნეტ სივრცეში. არ არსებობს კომპანია ან ადამიანი რომელიც იყენებს ინტერნეტს და დამატებითი გართობის ან ინფორმაციის წყაროდ არ იყენებს ამ სერვისებს.

გუგლის სერვისების ჩამონათვალი და განმარტებები:
"ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიღება" მიუთიტებთ რა გაინტერესებთ და იგი ავტომატურად გიგზავნით ინფორმაციას თქვენს ელექტრონულ მისამართზე. მეტი ინფორმაცია

"ვებ ბროუზერი Chrome" ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის ბროუზერი, რომელსაც გააჩნია სისწრაფე და უამრავი სერვისები. ადრე თუ ყველა ხმარობდა Firefox, Internet Exprorer-ს და Opera-ს ახლა ყველა ვინც მის შესახებ იცის ხმარობენ Chrome-ს. მეტი ინფორმაცია

"კოდები და ონლაინ ხელსაწყოები" ამ სერვისებს იყენებენ უფრო ვებ-მასტერები და ვებ დეველოპერები, იგი შექმნილია სწორედ მათ დასახმარებლად და ინტერნეტ სივრცის გასაუმჯობესებლად. ვებ-მასტერი იღებს უდიდეს ინფორმაციას ამ სერვისის საშუალებით. მეტი ინფორმაცია

"ბლოგებში ძიების სისტემა" წერთ რა გაინტერესებთ და იგი ავტომატურად, უმოკლეს დროში გაძლევთ ინფორმაციას თუ სად არის განთავსებული თქვენთვის საინტერესო ინორმაცია და ნახულობთ მას. მეტი ინფორმაია

"ონლაინ დოკუმენტები" მისი საშუალებით ქმნით ონლაინ დოკუმენტებს და უზიარებთ მეგბრებს. შეგიძიათ გააკეთოთ ჩვეულებრივი ტექსტური დოკუმენტები და აგრეთვე ძალიან საჭირო პრეზენტაციების დოკუმენტები. მეტი ინფორმაცია

"ინტერნეტში ძიება კატაოგების მიხევით" აქ არის მოცემული უამრავი კატეგორია ინფორმაციის რომელიც შეილება თქვენ გაინტერესებდეთ, უთითებთ რომელიმე კატეგორიას და ეძებთ რაც თქვენ გაინტერესებთ, ეს უფრო ამოკლებს დროს იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად რაც თქვენ გაინტერესებთ. მეტი ინფორმაცია

"ჯგუფები" ამ სერვისისი საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ ჯგუფი სადაც განიხალიავთ სხვადახვა თემებს , ანუ აირჩევთ თემას რომელიც თქვენ გაინტერესებთ და განიხილავთ მას. მეტი ინფორმაცია

"სურათების საძიებო სისტემა" არ არსებობს სურათი რომელიც არ შეგიძლიათ იპოვნოთ გუგლის სურათების საძიებო სისტემით. წერთ სურათს დამახასიათებელ თვისებას და რამოდენიმე წამში ღებულობთ მაქსიმალურ ინფორმაცუას მის შესხებ. მეტი ინფორმაცია

"მობილური ტელეფონი" გუგლს გააჩნია უამრავი სერვისი როგორც კომპიუტერებისათვის ასევე მობილური ტელეფონებისათვის. აქ შეგიძიათ ნახოთ ინტერნეტში საძიებო სისტემა, რუკები, ელექტრონული ფოსტები, ხმით საძიებოს სისტემა. ყვწლაფერი თქვენი მობილური ტელეფონისათვუს.
მეტი ინფორმაცია

"ახალი ამბები" ნახეთ ნებისმიეიერი ახალი ამბავი რაც ინტერნეტ სივრცეში არსებობს. როგორც საქართველოში ასევე სხვა უამრავ ქვეყნებში სადაც ინტერნეტი არსებობს. ;-)  ნახავთ სიახლეებს კატეგორიების და ქვეყნების მიხედვით. მეტი ინფორმაცია

"საძიებო სისტემა" უკვე გითხარით თუ რა შეუძია ამ სერვის. წერთ რა გაინტერესებთ და წამებში ღებულობთ ინფორმაციას რაც თქვენ გაინტერესბთ. სულ ესაა... :-) .  მეტი ინფორმაცია

"ჯურნალები, გაზეთები" მოიძიეთ ინფორმაცია ჟურნალებში და გაზეთებში, გაიგეთ სად რას წერენ. მეტი ინფორმაცია

"ტექსტის და დოკუმენტების თარგმნა" ეს არის ჩემი უსაყვარლესი სერვისი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვთარგმნოთ ნებისმიერი ტექსტი, დოკუმენტი და საიტი ნებისმიერ ენაზე მათშორის ქართულადაც. უმოკლეს დროში თარგმნის ტექსტს სრული სიზუსტით. ქართული ენა ახალი დამატებულია ასერომ მიმდინარეობს მისი დახვეწა. მეტი ინფორმაცია

გაუზიარეთ მეგობრებს.